ზაალიშვილმა მსოფლიო ჩემპიონატი მოგებით დაიწყო, სომხიშვილი ტურნირს გამოეთიშა #1TVSPORT
ზაალიშვილმა მსოფლიო ჩემპიონატი მოგებით დაიწყო, სომხიშვილი ტურნირს გამოეთიშა #1TVSPORT

ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოში დასასრულს უახლოვდება. ბოლოსწინა დღეს ტურნირზე მძიმეწონოსანი კაცები და ქალები ასპარეზობენ. მსოფლიო პირველობაზე საქართველოს სახელით გელა ზაალიშვილი და სოფიო სომხიშვილი გამოვიდნენ. გელამ პირველ წრეში დაისვენა და მეორე ეტაპზე სენეგალელი ძიუდოსტი სუფთა გამარჯვებით დაამარცხა, სომხიშვილი კი პირველივე შეხვედრაში კორეელ კიმთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

წინასწარი შეხვედრები 12:00 საათზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 19:00 გაიმართება. შეგახსენებთ, რომ ბუდაპეშტის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებიდან ექვსი დღის შემდეგ, საქართველოს ანგარიშზე ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალია. ჩვენი გუნდი კი მამაკაცთა გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილს იკავებს.