ზაალიშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში რუს ბაშაევს შეხვდება #1TVSPORT
ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოში დასასრულს უახლოვდება. ბოლოსწინა დღეს ტურნირზე მძიმეწონოსანი კაცები და ქალები ასპარეზობენ. მსოფლიო პირველობაზე საქართველოს სახელით გელა ზაალიშვილი და სოფიო სომხიშვილი გამოვიდნენ. გელამ სამი შეხვედრა მოიგო და ნახევარფინალში რუს ტამერლან ბაშაევს დაუპირისპირდება, სომხიშვილი კი პირველივე შეხვედრაში კორეელ კიმთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.
წინასწარი შეხვედრები 12:00 საათზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 19:00 გაიმართება. შეგახსენებთ, რომ ბუდაპეშტის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებიდან ექვსი დღის შემდეგ, საქართველოს ანგარიშზე ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალია. ჩვენი გუნდი კი მამაკაცთა გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილს იკავებს.