ზაალ უდუმაშვილი - საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეაც კი, ჩვენთვის მიუღებელია
ზაალ უდუმაშვილი - საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეაც კი, ჩვენთვის მიუღებელია

საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობას არ ვაპირებთ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ პარლამენტში არ ვაპირებთ საერთოდ შესვლას და საგამოძიებო კომისიაში როგორ მივიღებთ მონაწილეობას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

როგორც ზაალ უდუმაშვილმა აღნიშნა, საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეაც კი მიუღებელია.

„რაც უნდა ის იძიონ. წარმოიდგინეთ კობახიძის და თალაკვაძის გამოძიებული რა იქნება და საერთოდ, ამ საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეაც არის ჩვენთვის მიუღებელი, რადგან ამ სამი თვის განმავლობაში კარგად ვიცით, რა მოხდებოდა ამ ოქმებთან დაკავშირებით, სულ გაწიკწიკებული და გასუფთავებული იქნება ყველაფერი. საკმაოდ დიდი დრო ჰქონდათ ამისთვის. იქ ახლა ძებნას და ძიებას აზრი არ აქვს. ხმების გადათვლა თუ უნდოდათ, ამისთვის არსებობდა 31 ოქტომბრის შემდეგ კონკრეტული ვადები, ჩვენ ვითხოვდით ამას და საჩივარი გვქონდა შეტანილი. მაშინ იყო რეალურად შანსი, რომ მართლაც ყველა დარღვევა გამოვლენილიყო და მომხდარიყო რეაგირება, მაგრამ არც ერთი საჩივარი არ დაამტკიცეს არც კომისიების დონეზე და არც სასამართლოს დონეზე. სწორედ იმიტომ არ დააკმაყოფილეს, რომ კარგად იცოდნენ, რა ხდებოდა ოქმებში და ვერ გარისკეს. ახლა გამოდიან ინიციატივით, როცა ყველაფერი ჩასწორებული და გალამაზებულია. ეს სატყუარები დაუყარონ იმათ, ვინც ამას წამოეგება. ჩვენ ნამდვილად არ ვაპირებთ ამ ფარსში მონაწილეობის მიღებას და რაღაცების ძიება“, – განაცხადა უდუმაშვილმა.