ზაალ უდუმაშვილი - მეორე ტურისთვის საერთო ოპოზიციურ ფორმატში ყველანაირი აქცია შეჩერებულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ინდივიდუალურად რომელიმე პარტიამ რაღაც აქცია არ გამართოს
ზაალ უდუმაშვილი - მეორე ტურისთვის საერთო ოპოზიციურ ფორმატში ყველანაირი აქცია შეჩერებულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ინდივიდუალურად რომელიმე პარტიამ რაღაც აქცია არ გამართოს

ნებისმიერი სახის აქცია, რაც არ უნდა გაგვემართა ჩვენ გარკვეულ მნიშვნელობას და დატვირთვას მისცემდა მეორე ტურებს, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ არ მივცეთ ზედმეტი პოლიტიკური დატვირთვა მეორე ტურებს და გავაუქმეთ ყველა აქცია, რომელზეც ადრე ვმსჯელობდით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

როგორც ზაალ უდუმაშვილმა აღნიშნა, საერთო ოპოზიციურ ფორმატში ყველანაირი აქცია შეჩერებულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ინდივიდუალურად რომელიმე პოლიტიკურმა პარტიამ რაღაც აქცია არ გამართოს.

„ამ გადაწყვეტილებას ყველა პარტია თავად მიიღებს, თუ სურს, რომ რაღაც ფორმით გააპროტესტოს. შესაძლოა, რეგიონებში ვიღაცამ გადაწყვიტოს, რომ გააპროტესტოს ეს რაღაც ფორმით, მაგრამ ასეთი დიდი მასშტაბური აქციებით, როგორც იყო მაგალითად რამდენიმე დღის წინ თბილისში, ასეთი აქციები ყველაფერი გავაუქმეთ. თუ რომელიმე პარტია გადაწყვეტს, რომ ხვალ რაღაც ფორმით გააკეთოს მცირე აქცია, ეს მისი გადასაწყვეტია. კიდევ ერთხელ ვამბობ, ნებისმიერი სახის აქცია, რაც არ უნდა გაგვემართა ჩვენ გარკვეულ მნიშვნელობას და დატვირთვას მისცემდა მეორე ტურებს. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ვინაიდან ეს არის სრული ფარსი, რაც ხვალ უნდა ჩატარდეს ქვეყანაში, ჩვენ არ ვაღიარებთ არც პირველი ტურის შედეგებს და არ ვმონაწილეობთ მეორე ტურში, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ არ მივცეთ ზედმეტი პოლიტიკური დატვირთვა მეორე ტურებს და გავაუქმეთ ყველა აქცია, რომელზეც ადრე ვმსჯელობდით“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.