ზაალ უდუმაშვილი - ქვეყნის საბოტაჟია, როცა „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში
ზაალ უდუმაშვილი - ქვეყნის საბოტაჟია, როცა „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ფაქტია, რომ საქართველოს ერთპარტიული პარლამენტი ჰყავს.

უდუმაშვილის თქმით, ვიდრე ვადამდელი არჩევნები არ დაინიშნება, ხელისუფლებას ასეთ პარლამენტში მოუწევს მუშაობის გაგრძელება.

უდუმაშვილი გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ „სახელმწიფოს წინააღმდეგ მიზანმიმართული საბოტაჟია, როცა ოპოზიციად წოდებული დესტრუქციული ძალა არ შედის პარლამენტში“.

„ქვეყნის საბოტაჟია, როცა „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში. რომელ პარლამენტში მოგვიწოდებენ შესვლას, სადაც თვითონ დაიწერეს, რამდენი კაცი უნდა შესულიყო პარლამენტში და როგორ გადაენაწილებინათ ადგილები? კი ბატონო , ისხდნენ ამ პარლამენტში და მიიღონ კანონები, უკრან ტაში ერთმანეთს. საქართველოს ჰყავს ერთპარტიული პარლამენტი და ეს არის ცნობილი ფაქტი. შესაბამისად, ასე გააგრძელებენ მუშაობას, ვიდრე ვადამდელი არჩევნები არ დაინიშნება“, – აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა.