ზაალ უდუმაშვილი - ქვეყანაში ფეოდალური, ოლიგარქიული მმართველობა უნდა დასრულეს
ქვეყანაში ფეოდალური, ოლიგარქიული მმართველობა უნდა დასრულდეს და ამას დაასრულებს ქართველი ხალხი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, დღეს რუსთაველზე ამომრჩეველმა ხმამაღალი პროტესტი უნდა გამოხატოს.
„დღეს რუსთაველის გამზირზე ყველა ის ადამიანი მოვა, ვინც თვლის, რომ მოპარეს მთავარი კონსტიტუციური უფლება, არჩევანის უფლება. ხალხი, რომელიც მივიდა არჩევნებზე და ხმა მისცა კონკრეტულ პარტიას აღმოჩნდა, რომ მისი ხმები წაიღეს და მიიტაცეს. ყველა უნდა გამოვიდეთ დღეს ქუჩაში და ჩვენი ძალიან ხმამაღალი პროტესტი გამოვხატოთ, რადგან ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს ფეოდალური, ოლიგარქიული მმართველობა და ამას დაასრულებს ქართველი ხალხი. ყველამ დაინახა 31 ოქტომბერს, რომ არც კანონი არსებობს ამ ხელისუფლების პირობებში, არც სამართალი. მხოლოდ ერთი კაცის ნება არსებობს და ქართველი ხალხი ამას არ დამორჩილება. დღეს ნახავს ივანიშვილი რა ძალა აქვს ხალხს“, – განაცხადა უდუმაშვილმა.