ზაალ უდუმაშვილი - ქვეყანას გვართმევენ, მესამე პრეზიდენტს გვართმევენ, თითოეული ადამიანი უნდა გამოვიდეს გარეთ, ბრძოლით უნდა დავუმტკიცოთ ერთმანეთს, რომ ძარღვებში სისხლი გვიჩქეფს
ზაალ უდუმაშვილი - ქვეყანას გვართმევენ, მესამე პრეზიდენტს გვართმევენ, თითოეული ადამიანი უნდა გამოვიდეს გარეთ, ბრძოლით უნდა დავუმტკიცოთ ერთმანეთს, რომ ძარღვებში სისხლი გვიჩქეფს

​ქვეყანას გვართმევენ, მესამე პრეზიდენტს გვართმევენ, დავთმობთ ჩვენ ამ ყველაფერს? მაშინ ბოლომდე, თითოეული ადამიანი უნდა გამოვიდეს გარეთ, ბრძოლით უნდა დავუმტკიცოთ ერთმანეთს, რომ ძარღვებში სისხლი გვიჩქეფს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ზაალ უდუმაშვილმა რუსთავში, სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებასთან, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე განაცხადა.

ზაალ უდუმაშვილმა შეკრებილებს განუცხადა, რომ დღეს სააკაშვილს განსაკუთრებით სჭირდება თანადგომა.

„მადლობა ყველას მოსვლისთვის, მადლობა იმ თანადგომისთვის და იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტს დღეს განსაკუთრებით სჭირდება, თავისუფლება მიშას.

მეგობრებო, ახლა თქვენი ხმა ძალიან მაგრად ესმის მიხეილ სააკაშვილს და წარმოიდგინეთ, რა გრძნობაა ეს, როდესაც საკანში ხარ გამოკეტილი, ხარ პუტინის პირადი პატიმარი და ამდენი ხალხი მოდის იმისათვის, რომ შენ დაგიდგეს გვერდით და ასე იქნება, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი არ გათავისუფლდება და ამას გავაკეთებთ ყველა ერთად. მიშამ თავისი მაგალითით აჩვენა ყველას, როგორ უნდა იბრძოლო შენი სამშობლოსთვის, როგორ უნდა იბრძოლო ამ ქვეყნის თავისუფლებისათვის; როგორ უნდა იბრძოლო ჩვენი ქვეყნის შვილებისთვის და ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. ეს ბრძოლა აუცილებლად მივა ბოლომდე, ჩვენ ყველა ერთად გავიმარჯვებთ, მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლდება საქართველოც გათავისუფლდება. დღეს ყველა, თითოეული ჩვენგანი ვართ ამ ქვეყნის ჯარისკაცები, თითოეული ჩვენგანის მოქალაქეობრივი ვალდებულებაა, რომ ვიდგეთ იქ, სადაც ისტორიის ნათელი მხარეა, ისტორიის ნათელი მხარე არის დღეს აი, აქ, იქნება თბილისში, იქნება ზუგდიდში, იქნება ბათუმში, სადაც ყველგან პროტესტის ხმა ისმის, რადგანაც დღეს, მეგობრებო, არ არის დრო, რომ ტელევიზორთან ვისხდეთ და ისე ვუყურებდეთ მოვლენებს, რა ხდება ქვეყანაში.

არჩევნები წაგვართვეს, ქვეყანას გვართმევენ, მესამე პრეზიდენტს გვართმევენ, დავთმობთ ჩვენ ამ ყველაფერს? მაშინ ბოლომდე, თითოეული ადამიანი უნდა გამოვიდეს გარეთ, ბრძოლით უნდა დავუმტკიცოთ ერთმანეთს, რომ ამ ქვეყნის შვილები ვართ, რომ ძარღვებში სისხლი გვიჩქეფს. საქართველო ყოველთვის ებრძოდა იმ ტირანიებს, რომლებიც ცდილობდნენ, მისთვის თავისუფლება შეეზღუდათ. დღეს ჩვენ გვართმევენ ყველაზე ძვირფასს, თავისუფლებას და ჩვენ ვართ თავისუფლებისმოყვარე ერი; მაშ, გაუმარჯოს თავისუფლებას, გაუმარჯოს მიხეილ სააკაშვილს.

მეგობრებო, აუცილებლად ერთმანეთს მივცეთ პირობა და მივცეთ პირობა ყველაზე თავისუფალ პატიმარს ჩვენს ქვეყანაში, მივცეთ პირობა, რომ პუტინის პირადი პატიმარი არ იჯდება ქართულ ციხეში, ის აუცილებლად გათავისუფლდება, ჩვენ ერთად გამოვიყვანთ ამ ქვეყანას იმ სიბნელიდან რომელშიც ჩააგდო ივანიშვილმა. თავისუფლება მიშას, რიგგარეშე არჩევნები, გაგიმარჯოთ თქვენ“, – განაცხადა აქციაზე ზაალ უდუმაშვილმა.