ზაალ უდუმაშვილი - „ქართული ოცნება“ მოსამართლეების სასწრაფოდ დანიშვნაზე ხელს თუ არ აიღებს, ამას კონკრეტული მოქმედებები მოჰყვება
ზაალ უდუმაშვილი - „ქართული ოცნება“ მოსამართლეების სასწრაფოდ დანიშვნაზე ხელს თუ არ აიღებს, ამას კონკრეტული მოქმედებები მოჰყვება

მოსამართლეების განცხადება, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა შიდა საქმეებში ერევა, მიმართულია იქითკენ, რომ უფსკრული, რომელიც არსებობს „ქართულ ოცნებასა“ და დასავლელ პარტნიორებს შორის, უფრო გაღრმავდება, –  ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუამშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ასეთი განცხადებები რეაგირების გარეშე არ დარჩება.

„ბუნებრივია, ასეთი განცხადებები რეაგირების გარეშე არ დარჩება. უმკაცრესი შეფასებები მოვისმინეთ როგორც ევროკავშირის მხრიდან, ასევე ამერიკის იმ პროცესზე, რაც მოსამართლეებთან დაკავშირებით მიმდინარეობს. ეს არის დამღუპველი პროცესი ქვეყნისთვის.  „ქართული ოცნება“ ხელს თუ არ აიღებს მოსამართლეების სასწრაფოდ დანიშვნაზე, ამას განცხადებების შემდეგ კონკრეტული მოქმედებები მოჰყვება“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

მოსამართლეებმა ერთობლივი მიმართვა შეიმუშავეს, სადაც ისინი ყველა მხარეს მოუწოდებენ, თავი შეიკავონ სასამართლო სისტემის დისკრედიტაციისგან, თუმცა განცხადების სრული ვერსია ჯერ არ გავრცელებულა.