ზაალ უდუმაშვილი - „ქართულ ოცნებას“ შეუძლია, დამშვიდდეს, „ნაციონალური მოძრაობა“ მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც უკეთესი იქნება ქვეყნისთვის
ზაალ უდუმაშვილი - „ქართულ ოცნებას“ შეუძლია, დამშვიდდეს, „ნაციონალური მოძრაობა“ მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც უკეთესი იქნება ქვეყნისთვის

„ქართულ ოცნებას“ შეუძლია, დამშვიდდეს, დაიწყნარონ ნერვები. „ნაციონალური მოძრაობა“ მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება უკეთესი არა პარტიისთვის, არამედ ზოგადად ქვეყნისთვის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარ გადაწყვეტილება მალე გააცნობს საზოგადოებას.

„შევალთ თუ არ შევალთ პარლამენტში, ეს გადაწყვეტილებაც მალე მიიღება. ის, რომ საპროტესტო აქციები გაგრძელდება, ეს ნამდვილად შემიძლია, დავუდასტურო „ქართულ ოცნებას“, რადგან ეს ქვეყანა ამ ხელისუფლებამ უკვე იმ მდგომარეობამდე მიიყვანა, ბუნებრივია პროტესტი როგორც ქუჩაში, ასევე პარლამენტში. ეს სწორედ ის საშუალებებია, რომლებიც აიძულებს ამ ხელისუფლებას, საბოლოო ჯამში დათმოს სახელისუფლებო ბერკეტები“, – განაცხადა უდუმაშვილმა.