ზაალ უდუმაშვილი - „ქართულ ოცნებას“ არ უნდა დავუტოვოთ არანაირი შანსი, რომ სცადოს შარლ მიშელის დოკუმენტის დატოვება
ზაალ უდუმაშვილი - „ქართულ ოცნებას“ არ უნდა დავუტოვოთ არანაირი შანსი, რომ სცადოს შარლ მიშელის დოკუმენტის დატოვება

„ქართულ ოცნებას“ არანაირი შანსი არ უნდა დავუტოვოთ, იმისა, რომ მცდელობა ჰქონდეს დატოვოს შარლ მიშელის დოკუმენტი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

როგორც ზაალ უდუმაშვილმა აღნიშნა, დღეს ქვეყნის უახლესი ისტორია დადგა საფრთხის ქვეშ.

„საფრთხის ქვეშ დადგა ჩვენი ქვეყნის ევროპული და დასავლური ვექტორი, რისი საშუალებაც არ უნდა მივცეთ „ქართულ ოცნებას“. არჩევენი ახლა ძალიან მარტივია, რუსეთი თუ დასავლეთი, ეს არჩევანი უნდა გააკეთოს საქართველოს მოსახლეობამ“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გუშინდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარტია შარლ მიშელის შეთანხმებას ხელს აწერს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის დოკუმენტი 19 აპრილს გაფორმდა. შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტზე „საქართველოს სამომავლო გზა“ ხელმოწერა ორბელიანების სასახლეში გაიმართა. ამასთან, პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ არ შეუერთდა დოკუმენტს. მოგვიანებით, „ქართულმა ოცნებამ“ დოკუმენტის ანულირების შესახებ განაცხადა და მიზეზად დაასახელა ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უარს აცხადებდა შეთანხმების ხელმოწერაზე.