ზაალ უდუმაშვილი - ჯანდაცვის სისტემა მოუმზადებელი აღმოჩნდა ასეთი რაოდენობის ინფიცირებულებისთვის და ახლა ცდილობენ, ისრები ოპოზიციაზე გადაიტანონ
ზაალ უდუმაშვილი - ჯანდაცვის სისტემა მოუმზადებელი აღმოჩნდა ასეთი რაოდენობის ინფიცირებულებისთვის და ახლა ცდილობენ, ისრები ოპოზიციაზე გადაიტანონ

აქციები იმართებოდა ღია სივრცეებში, რაც არ უნდა ისაუბრონ ოპოზიციის ბრალეულობაზე, არავის სჯერა ამის, რადგან მენეჯმენტი არ აქვთ დალაგებული, – ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაალ უდუმაშვილი, მაია ცქიტიშვილის განცხადებას, რომ კორონავირუსის ფართოდ გავრცელებას ხელი აქციებმაც შეუწყო.

„ჩვენ რომ უპასუხისმგებლო ხელისუფლება გვყავს, კიდევ ერთხელ გამოჩნდა. მთელი ზაფხული თავის მოწონების მეტს არაფერს აკეთებდნენ, თუ როგორ მაგრად გაუმკლავდნენ კორონავირუსის პირველ ტალღას. ამის შემდეგ მივიღეთ ის,რაც მივიღეთ. პრაქტიკულად, მოუმზადებელი აღმოჩნდა ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ასეთი რაოდენობის ინფიცირებულებისთვის და ახლა ცდილობენ, რომ ისრები გადაიტანონ ოპოზიციაზე. სულ ტყუილად, რადგან ეს აქციები ჯერ ერთი, იმართებოდა ღია სივრცეებში და მეორე, რაც არ უნდა ისაუბრონ ოპოზიციის ბრალეულობაზე, არავის არ სჯერა ამის იმიტომ, რომ მენეჯმენტი არ აქვთ დალაგებული და არ იციან, როგორ მართონ ეს პანდემია. იმიტომ, მივიღეთ ასეთი მძიმე შედეგი“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „უპასუხისმგებლო პოლიტიკურ აქციებს უკავშირდება ვირუსის გავრცელების ის დინამიკა, რომელიც დღეს გვაქვს“.