ზაალ უდუმაშვილი - პარტიის პოლიტსაბჭომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს
ზაალ უდუმაშვილი - პარტიის პოლიტსაბჭომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, პარტიის პოლიტსაბჭომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს.

„დღეს შეიკრიბა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭო, რომელმაც ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ თუ არ იქნება დაკმაყოფილებული ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა, რომელიც ითვალისწინებს ქვეყანაში ახალი არჩევნების ჩატარებას, „ნაციონალური მოძრაობა“ უარს ამბობს საპარლამენტო მანდატებზე. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც დაამტკიცა პარტიის პოლიტიკურმა საბჭომ“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.