ზაალ უდუმაშვილი - პარტიები, რომლებსაც მანდატებზე განცხადება ჯერ არ დაუწერიათ, ამბობენ, რომ შეთანხმების გარეშე პარლამენტში არ შედიან, რომც დავუშვათ, რამდენიმემ გადაწყვიტა შესვლა, სურათი არ შეიცვლება
ზაალ უდუმაშვილი - პარტიები, რომლებსაც მანდატებზე განცხადება ჯერ არ დაუწერიათ, ამბობენ, რომ შეთანხმების გარეშე პარლამენტში არ შედიან, რომც დავუშვათ, რამდენიმემ გადაწყვიტა შესვლა, სურათი არ შეიცვლება

ვერ გეტყვით, რა აძლევს ამის თქმის საშუალებას, „ქართული ოცნების“ მხრიდან 31 ოქტომბრის შემდეგ გვესმის, რომ ოპოზიცია შემოვა პარლამენტში, თქვენ ნახავთ, თუ როგორი იქნება პარლამენტი, – ამის შესახებ „ნციონალური მოძრობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა გნაცხადა.

აღნიშნული კომენტარით უდუმაშვილი გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თვმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებას, რომლის შეფასებითაც, „უახლოეს თვეებში პარლამენტი ზუსტად ისეთ ფორმაში იქნება, როგორც საზოგადოებამ აირჩია“.

„დღეს, ორი თვის თავზე რასაც ვნახულობთ, სახეზე გვაქვს ერთპარტიული პარლამენტი, კოლმეურნეობის თავმჯდომარის შეკრება საპარლამენტო ორგანოში და ასე მოუწევთ გაგრძელება, თუ დროულად არ მოეგებიან გონს, არ წამოვლენ დათმობაზე ხალხთან, ვინაიდან ეს არ არის ოპოზიციასთან მოლაპარაკება, ეს არის მოლაპარაკებები იმ ამომრჩეველთან, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ. ეს არის ასი ათასობით ჩვენი თანამოქალაქე“, – აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა.

უდუმაშვილის განმარტებით, შექმნილი ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი ქვეყანაში ახალი არჩევნებია.

„რაც შეეხება მათ პროგნოზებს, მე არ ვიცი, ვისთან მართავს მოლაპარაკებას „ქართული ოცნება“ და ვისთან არა, ფაქტი ერთია, დღეს პარლამენტი არის ერთპარტიული. ვერ გეტყვით, ვის გულისხმობს თალაკვაძე. ის პარტიები, ვისაც ჯერ მანდატებზე განცხადება არ დაუწერიათ, ამბობენ, რომ თუ არ შედგება შეთანხმება, არ შედიან პარლამენტში და ჯერ შეთანხმება არ შემდგარა. თეორიულადაც რომ დავუშვათ, რომ რამდენიმემ გადაწყვიტა შესვლა, ჯერჯერობით, ამის ნიშანწყალს ვერ ვხედავ, რადგან არანაირი შეთანხმება არ შემდგარა, ეს რეალურ სურათს ვერ შეცვლის, ვერ იტყვის „ქართული ოცნება“ რომ მრავალპარტიული პარლამენტი ჰყავს. ოპოზიციის უმრავლესობა ერთიანია“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

დატოვე კომენტარი