ზაალ უდუმაშვილი - პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად გავმართავთ ღონისძიებას, სადაც ყველა ოპოზიციური პარტია, რომელიც არ აღიარებს არჩევნების შედეგებს, ერთობლივ დეკლარაციას გააფორმებს
ზაალ უდუმაშვილი - პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად გავმართავთ ღონისძიებას, სადაც ყველა ოპოზიციური პარტია, რომელიც არ აღიარებს არჩევნების შედეგებს, ერთობლივ დეკლარაციას გააფორმებს

ოპოზიცია ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას, ჩვენი გეგმა გვაქვს, მათ შორის უკვე დავიგეგმეთ იმ დღეზე, როდესაც გაიმართება პარლამენტის პირველი სხდომა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად, ყველა დეპუტატი, რომელიც ცესკო-ს მონაცემებით პარლამენტში შევიდა, დაწერს განცხადებას სადეპუტატო მანდატის დატოვების შესახებ.

ჩვენ პარალელურად გავმართავთ ღონისძიებას, სადაც აბსოლუტურად ყველა ოპოზიციური პარტია, რომელიც არ აღიარებს არჩევნების შედეგებს და ითხოვს ხელახალ არჩევნებს, გააფორმებს ერთობლივ დეკლარაციას. ასევე ყველა ის დეპუტატი, რომელიც ცესკო-ს მონაცემებით გასულია პარლამენტში, დაწერს განცხადებას სადეპუტატო მანდატის დატოვების შესახებ და ეს იქნება საჯაროდ გაკეთებული, რის შემდეგაც ეს განცხადება უკვე გადაეცემა თავად პარლამენტს. ჩვენი გეგმით მივდივართ და არაფერი იცვლება. ახლა ყველაფერი არის დამოკიდებული ხელისუფლებაზე, რამდენად წინ წავიწევთ ამ მოლაპარაკებებში და რამდენად მოხდება ზოგადად, პოზიციების დაახლოება, რადგან კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენი პოზიცია არის ძალიან მყარი და ვთვლით, რომ გამოსავალი შექმნილი ვითარებიდან არის სწორედ ახალი არჩევნების ჩატარება“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

დატოვე კომენტარი