ზაალ უდუმაშვილი - „ოცნება“ ცდილობს, დრო გაიყვანოს, რათა ოფიციალურად არ გააფორმოს ერთპარტიული პარლამენტი
ზაალ უდუმაშვილი - „ოცნება“ ცდილობს, დრო გაიყვანოს, რათა ოფიციალურად არ გააფორმოს ერთპარტიული პარლამენტი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ მაქსიმალურად ცდილობს, დრო გააჭიანუროს და ერთპარტიული პარლამენტი არ გააფორმოს ქვეყანაში.

„ის, რაც დღეს კობახიძემ განაცხადა, ცნობილი იყო ზურაბიშვილის გუშინდელი განცხადების შემდეგ, რომელსაც პირველს დააყენებინეს ეს ინიციატივა.

ახლა „ოცნება“ცდილობს, რომ დრო გაწელოს, რათა ოფიციალურად არ გააფორმოს ერთპარტიული პარლამენტი. ეშინიათ ამის ძალიან.

თუმცა, ეს ჩვენს გეგმებს ვერ შეცვლის. ერთადერთი, ამ პროცესის გაწელვას აზრი აქვს, თუ მმართველი პარტია ფიქრობს, რომ ჩანიშნოს ახალი არჩევნები“, – აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.

დღეს გახდა ცნობილი, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის მანდატების გაუქმებისგან თავს იკავებს.