ზაალ უდუმაშვილი - ნიკა მელია რომ გირაოს არ გადაიხდის, არაერთხელ თქვა, არც იმას დაეთანხმება, ვინმემ გადაიხადოს მის მაგივრად, ახლა ხელისუფლების გადასაწყვეტია ეს საკითხი
ზაალ უდუმაშვილი - ნიკა მელია რომ გირაოს არ გადაიხდის, არაერთხელ თქვა, არც იმას დაეთანხმება, ვინმემ გადაიხადოს მის მაგივრად, ახლა ხელისუფლების გადასაწყვეტია ეს საკითხი

ნიკა მელია რომ გირაოს არ გადაიხდის, ეს არაერთხელ თქვა და გუშინაც დაადასტურა, არც იმას დაეთანხმება, რომ ვინმემ გადაიხადოს მის მაგივრად, ამიტომ ახლა ხელისუფლების გადასაწყვეტია ეს საკითხი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუაშვილმა განაცხადა.

როგორც ზაალ უდუმაშვილმა აღნიშნა, არსებობს ძალიან მარტივი ფორმულა, არანაირი ახალი ველოსიპედის გამოგონება არ სჭირდება, პროკურატურა უნდა შევიდეს სასამართლოში მოთხოვნით, პატიმრობის ღონისძიების გაუქმების შესახებ.

„ამაზე მარტივი ფორმულა არ არის და არ არის საჭირო რაღაც შემოვლითი გზებით სიარული. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ხელისუფლება. ნიკა მელია რომ გირაოს არ გადაიხდის, ეს არაერთხელ თქვა და გუშინაც დაადასტურა, არც იმას დაეთანხმება, რომ ვინმემ გადაიხადოს მის მაგივრად გირაო. ამიტომ ახლა ხელისუფლების გადასაწყვეტია ეს საკითხი, რადგან არსებობს გარკვეული პირობები, რასაც არ დათანხმდება ნიკა მელია და არც „ნაციონალური მოძრაობა“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.