ზაალ უდუმაშვილი - მზად ვართ, მივუსხდეთ დიალოგის მაგიდას, ოღონდ მაგიდის ერთ მხარეს უნდა იჯდეს ნიკა მელია
ზაალ უდუმაშვილი - მზად ვართ, მივუსხდეთ დიალოგის მაგიდას, ოღონდ მაგიდის ერთ მხარეს უნდა იჯდეს ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაალ უდუმაშვილი პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ცინიკურს უწოდებს.

უდუმაშვილის თქმით, მზად არიან, დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან, თუმცა ერთ-ერთი პირობაა, დიალოგის მაგიდისთან იჯდეს ნიკა მელია.

„შევეცდები, შეფასებაში რბილი ვიყო. ცინიკურია ღარიბაშვილის ეს განცხადება, ერთი ხელით ადამიანი გვთავაზობს, დიალოგის მაგიდას მივუსხდეთ და მეორე ხელით ავტორია იმ ყველაფრისა, რომლის მომსწრეც იყო დღეს საქართველო და მსოფლიო, რა ხდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში. ჩვენ მზად ვართ, მივუსხდეთ დიალოგის მაგიდას, ოღონდ იმ პირობით, რომ დიალოგის მაგიდის ერთ მხარეს უნდა იჯდეს ნიკა მელია. ეს არის ეთ-ერთი მთავარი პირობა. მეორე, როდესაც საუბრობენ პარლამენტში შემოსვლაზე, ამასაც გააჩნია კონკრეტული ფასი. ეს ფასი არის ქვეყანაში ახალი არჩევნები. ამ შემთხვევაში მზად ვართ, დავსხდეთ მაგიდასთან და განვიხილოთ კონკრეტული თარიღები, როდის ჩატარდება არჩევნები“, – აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას, ვისთვისაც ძვირფასია ქვეყანა, გახსნან გულწრფელი დიალოგი, ისაუბრონ არა იმაზე, რა ყოფთ, არამედ რამ უნდა გააერთიანოთ“.