ზაალ უდუმაშვილი - მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესში ჩავერთვებით, რადგან ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია
ზაალ უდუმაშვილი - მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესში ჩავერთვებით, რადგან ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია

ნიკა მელიას მიერ მანდატის დატოვების მოუხედავად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში რჩება. პარტიის წევრების თქმით, ისინი 5 ივლისის მოვლენების გამო გამოცხადებული ბოიკოტის რეჟიმს ინარჩუნებენ, თუმცა საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობის პროცესში ჩაერთვებიან.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის მომავალი განვითარებისა და დამოკრატიული პროცესებისთვის.

„ჩვენ ჩავერთვებით მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესში, ვინაიდან „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე, ეს ცვლილებები ვერ იქნება მიღებული. ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ცვლილებები ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარებისა და დემოკრატიული პროცესებისთვის. ამიტომ, ბუნებრივია, ნამდვილად არ მივცემთ „ქართულ ოცნებას“ იმის საშუალებას, რომ ჩავარდეს საკონსტიტუციო ცვლილებები და ამ პროცესში მონაწილეობას მივიღებთ“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.