ზაალ უდუმაშვილი - მეორე ტური თავისთვის ჩაატარონ, ოპოზიციური პარტიებიდან მონაწილეობას არც ერთი კანდიდატი არ მიიღებს
ზაალ უდუმაშვილი - მეორე ტური თავისთვის ჩაატარონ, ოპოზიციური პარტიებიდან მონაწილეობას არც ერთი კანდიდატი არ მიიღებს

მეორე ტური თავისთვის ჩაატარონ, ოპოზიციური პარტიებიდან მონაწილეობას არც ერთი კანდიდატი არ მიიღებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებს არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ მეორე ტურში მარტო დარჩა.

„მეორე ტური თავისთვის ჩაატარონ. ოპოზიციური პარტიებიდან მეორე ტურში მონაწილეობას არც ერთი კანდიდატი არ მიიღებს და ვისთვის ატარებენ, გაუგებარია. თავიანთი საქმე თავად იციან, მაგრამ მეორე ტურში მარტო არიან დარჩენილი. არც ერთი პარტია, რომელიც ამ მოლაპარაკებებში მონაწილეობს, პარლამენტში შესვლას არ აპირებს და ეს თითოეული მათგანის მყარი პოზიცია“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.