ზაალ უდუმაშვილი - გერმანიის ელჩს ვეთანხმები, დასაკარგი დრო არ გვაქვს, მაგრამ გზავნილის ადრესატი მხოლოდ ოპოზიცია არ არის
ზაალ უდუმაშვილი - გერმანიის ელჩს ვეთანხმები, დასაკარგი დრო არ გვაქვს, მაგრამ გზავნილის ადრესატი მხოლოდ ოპოზიცია არ არის

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ გერმანიის ელჩს ჰუბერტ ქნირშს ეთანხმება იმაში, რომ ყოველ საათს მნიშვნელობა აქვს და დასაკარგი დრო არ არის. თუმცა, როგორც უდუმაშვილი ამბობს, ჰუბერტ ქნირშის ამ გზავნილის ადრესატი მხოლოდ ოპოზიცია არ არის.

უდუმაშვილი იმედოვნებს, ელჩის ამ მოწოდებას ხელისუფლება გაითვალისწინებს.

„გერმანიის ელჩს ვეთანხმები, რომ დასაკარგი დრო არ გვაქვს, ყოველ საათს მნიშვნელობა აქვს და იმედია, ხელისუფლება ამ გზავნილს გაითვალისწინებს, რადგან ამ გზავნილის ადრესატი მხოლოდ ოპოზიცია არ არის“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა განაცხადა: „საქართველოს დასაკარგი დრო არ აქვს, დაუშვებელია თქმა, რომ შეიძლება არჩევნები მომავალში უკეთესად ჩატარდეს და მაშინ მივიღებ მონაწილეობას პოლიტიკურ პროცესებში“.