ზაალ უდუმაშვილი - ფიქსირდება ჩვენი ამომრჩევლების უპრეცედენტო აქტივობა, რაც არის უმნიშვნელოვანესი და გადამწყვეტი
ზაალ უდუმაშვილი - ფიქსირდება ჩვენი ამომრჩევლების უპრეცედენტო აქტივობა, რაც არის უმნიშვნელოვანესი და გადამწყვეტი

ფიქსირდება ჩვენი ამომრჩევლების უპრეცედენტო აქტივობა, რაც არის უმნიშვნელოვანესი და გადამწყვეტი დღევანდელ დღეს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ამომრჩევლის მაღალი აქტივობის შემთხვევაში გაყალბების ნებისმიერი მცდელობა არის არაეფექტური.

„გაყალბების ნებისმიერი მცდელობა არის არაეფექტური, როდესაც ამომრჩეველი მიდის საარჩევნო უბნებზე და როდესაც ჩვენი აქტივობა არის მაღალი. ჩვენი აქტიურობით ხელ-ფეხს ვუბოჭავთ ხელისუფლებას, რომ ნებისმიერი მანიპულაცია მოახდინოს საარჩევნო უბნებზე.

პირველ ტურში ჩვენმა მოსახლეობამ აჩვენა, რომ ის ითხოვს ცვლილებებს. შედეგები სწორედ ამის მანიშნებელი იყო და დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ჩვენი მოსახლეობა საბოლოო, გადამწყვეტ და დამაჯერებელ სიტყვას იტყვის ამ არჩევნებზე“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.