ზაალ უდუმაშვილი - ელჩებთან შეხვედრაზე მივალთ კონკრეტული წინადადებებით, მთავარია ახალი არჩევნები, თუმცა რაღაც კომპონენტები დაემატა
ზაალ უდუმაშვილი - ელჩებთან შეხვედრაზე მივალთ კონკრეტული წინადადებებით, მთავარია ახალი არჩევნები, თუმცა რაღაც კომპონენტები დაემატა

რაც შეეხება ელჩებთან შეხვედრას, ბუნებრივია, ჩვენ დღეს მივალთ კონკრეტული წინადადებებით. აქედან მთავარი არის რა თქმა უნდა, ახალი არჩევნები, თუმცა, რაღაც კომპონენტები დაემატა ჩვენს წინადადებებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული წინადადება ხელისუფლებას უნდა გადაეცეს, რის შემდეგაც მათ პასუხს დაელოდებიან.

„წინასწარ ვერ ვისაუბრებ ვიდრე არ დასრულდება ეს შეხვედრა. ეს იქნება ჩვენი წინადადება, რომელიც უნდა გადაეცეს ხელისუფლებას და შემდეგ დაველოდებით უკვე ხელისუფლების პასუხს. ვფიქრობ, დღეს არის უმძიმესი სიტუაცია და რაც დღეები გადის, მით უფრო მძიმდება ეს სიტუაცია აბსოლუტურად ყველა მიმართულებით. ეს არის კოვიდკირიზისი, ეკონომიკური კრიზისი და პოლიტიკური კრიზისი. ვფიქრობ, რომ თუ „ქართული ოცნება“ გონს მოეგება და გონივრულად შეხედავს ამ საქმეს, არსებობს რეალური შანსი, რომ პოლიტიკური კრიზისი მოვხსნათ დღის წესრიგიდან და დავიწყოთ რეალურად ყველამ ერთად ბრძოლა, რომ ქვეყანა გამოვიყვანოთ, როგორც კოვიდკრიზისიდან ასევე ეკონომიკური კრიზისიდან. ახლა ყველაფერი დამოკიდებულია ხელისუფლების გონივრულ ნაბიჯებზე“, – განაცხადა უდუმაშვილმა.