ზაალ უდუმაშვილი - ძალიან მძიმეა ერთი წლის შემდეგ რუსთაველზე დგომა
ზაალ უდუმაშვილი - ძალიან მძიმეა ერთი წლის შემდეგ რუსთაველზე დგომა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ ძალიან მძიმეა ერთი წლის შემდეგ რუსთაველზე დგომა. ამის შესახებ მან 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე აქციაზე, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ძალიან მძიმეა ერთი წლის შემდეგ აქ დგომა. კადრებად მახსენდება ის ღამე. მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან მალე დასრულდება. დასრულდება რამდენიმე თვეში და აბსოლუტურად ყველა კითხვას გაეცემა პასუხი, თუ რა მოხდა რეალურად 20 ივნისს თბილისში, თუ ვინ გასცა ბრძანება, რომ ჩვენი ახალგაზრდების სისხლი დაეღვარათ, ესროდნენ ჩვენს ახალგაზრდებს.

ასე რომ, საქართველოს მოსახლეობა, რაც უნდა დრო გავიდეს, არასოდეს დაივიწყებს, თუ რა ხდებოდა 20 ივნისს აქ ერთი წლის წინ“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე 20 ივნისთან დაკავშირებული აქცია მიმდინარეობს. აქცია სახელწოდებით, „ერთად ოკუპაციის წინააღმდეგ“ მოძრაობა „სირცხვილიასა“ და „გაბედეს“ ორგანიზებით იმართება.

აქციის მიმდინარეობა შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე.