ზაალ უდუმაშვილი - დიალოგის წარმართვისთვის აუცილებელია, პოლიტპატიმრები გათავისუფლდნენ, ხელისუფლება ჯერჯერობით მოლაპარაკებებისთვის მზად არ არის
ზაალ უდუმაშვილი - დიალოგის წარმართვისთვის აუცილებელია, პოლიტპატიმრები გათავისუფლდნენ, ხელისუფლება ჯერჯერობით მოლაპარაკებებისთვის მზად არ არის

აუცილებელია, პოლიტპატიმრებმა დატოვონ საპატიმრო დაწესებულება, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, ეს ეხება ნიკა მელიასა და გიორგი რურუას, რომლებიც უკანონოდ ჰყავთ ციხეში, შესაბამისად, იმისათვის, რომ დიალოგი წარიმართოს, აუცილებელია პოლიტპატიმრები გათავისუფლდნენ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

უდუმაშვილის თქმით, ხელისუფლება მოლაპარაკებებისთვის მზად არ არის.

„მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა. ხელისუფლება ჯერჯერობით არ არის მზად მოლაპარაკებებისთვის. ჩვენ ვაპროტესტებთ ნიკა მელიას საპყრობილეში ყოფნას და ეს არის სწორედ მოლაპარაკებების ერთ-ერთი საგანი. ნიკა მელია როდესაც გათავისუფლდება, ბუნებრივია ეს აქციებიც არ იქნება. აქციები და მოლაპარაკებები ერთმანეთთან არ არის შუაში, მით უმეტეს, როდესაც ჩვენ ვთქვით უარი სახელმწიფო შენობების პიკეტირებაზე. გამოხატვის და სიტყვის თავისუფლება ჯერჯერობით არავის აუკრძალავს ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა უდუმაშვილმა.