ზაალ უდუმაშვილი - დიალოგი არ იქნება, ვიდრე ლიდერებზე პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლებასთან დიალოგი არ იქნება, ვიდრე პოლიტიკური ლიდერები იდევნებიან.
„არანაირი დიალოგი არ იქნება, ვიდრე მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა პოლიტიკურ ლიდერებზე. თუ სურდათ რამე დიალოგის წარმოება, მაშინ ხელბორკილები არ უნდა დაედოთ პოლიტიკური ლიდერებისთვის“, – განუცხადა ჟურნალისტებს ზაალ უდუმაშვილმა.
ოპოზიციის წარმომადგენლები „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას დაკავების შემდეგ ხელისუფლებასთან საარჩევნო საკითხებზე დიალოგთან დაკავშირებით უარს აცხადებენ.