ზაალ უდუმაშვილი - დღევანდელ პოლიტსაბჭოზე გადაწყდება, შევა თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში, ჩემი პოზიციაა, რომ ჩვენი პარტია პარლამენტში უნდა იყოს
ზაალ უდუმაშვილი - დღევანდელ პოლიტსაბჭოზე გადაწყდება, შევა თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში, ჩემი პოზიციაა, რომ ჩვენი პარტია პარლამენტში უნდა იყოს

დღეს პარტიის პოლიტსაბჭო შეიკრიბება. სწორედ დღეს გადაწყდება „ნაციონალური მოძრაობა“ შევა თუ არა პარლამენტში. ჩვენ ყველა მხარის არგუმენტებს მოვისმენთ, ვიმსჯელებთ და ეს მსჯელობა პარტიის შიგნით და საჯაროდაც დიდი ხანია მიმდინარეობს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუამშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელ პოლიტსაბჭოზე პოზიციები კიდევ ერთხელ შეჯერდება.

„საზოგადოებამ მოისმინა პარტიის წარმომადგენლობის პოზიციები, მათ შორის, ვინც პარლამენტში შესვლის მომხრეა და ვინც წინააღმდეგია. დღეს ეს პოზიციები შეჯერდება და მიღებული იქნება გადაწყვეტილება. დარწმუნებული ვარ, ეს გადაწყვეტილება დაფუძნებული იქნება იმაზე, თუ როგორი გზა ჯობია იმისთვის რომ, ჩვენ საბოლოო ამოცანა შევასრულოთ ჩვენს საზოგადოებასთან ერთად, რომელსაც ჰქვია ივანიშვილის ხელისუფლების ცვლილება. ჩემი პოზიციაა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა იყოს პარლამენტში. ვინაიდან პოლიტსაბჭო დღესაა, მე განწყობებზე წინასწარ არ ვისაუბრებ, დღეს ჩვენ ყველა არგუმენტს და პოზიციას კიდევ ერთხელ მოვისმენთ. გავეცნობით იმ კვლევის შედეგებს, რომელიც ჩვენმა პარტიამ დაუკვეთა და რამდენიმე საათში ცნობილი გახდება „ნაციონალური მოძრაობის“ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება“, – განაცხადა უდუმაშვილმა.