ზაალ უდუმაშვილი - აშშ კაპიტოლიუმში მომხდარიდან ძალიან კარგ მაგალითს გამოიტანს, უფრო გააძლიერებენ დემოკრატიულ ინსტიტუტებს
ზაალ უდუმაშვილი - აშშ კაპიტოლიუმში მომხდარიდან ძალიან კარგ მაგალითს გამოიტანს, უფრო გააძლიერებენ დემოკრატიულ ინსტიტუტებს

არ მჯეროდა, რასაც ეკრანზე ვხედავდი და ეს ხდებოდა შეერთებულ შტატებში, ვაშინგტონში, კერძოდ კაპიტოლიუმში, – განაცხადა „თემის კომენტირებისას „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ზაალ უდუმაშვილმა.

უდუმაშვილის თქმით, ეს იყო ძალიან მძიმე გამოწვევა ამერიკული დემოკრატიისთვის.

„თუმცა, ამავე დროს, მინდა აღვნიშნო, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები, დემოკრატიული ინსტიტუტები ამ ქვეყანაში იმდენად ძლიერია, რომ ასეთი რყევები მას ვერანაირ ზიანს ვერ მოუტანს. პირიქით, შეერთებულ შტატებში აქედან ძალიან კარგ მაგალითს გამოიტანენ, უფრო გააძლიერებენ დემოკრატიულ ინსტიტუტებს. ასე რომ, ძალიან ცუდი ფაქტია, თუმცა ეს ვერ დააზიანებს ამერიკულ დემოკრატიას“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

6 იანვარს აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც კონგრესის გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობდა, რომელზეც ამომრჩეველთა კოლეგიის ხმის მიცემის შედეგები უნდა დაემტკიცებინათ.