ზაალ უდუმაშვილი - აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მოვუწყობთ დახვედრას პატივისცემის გამოხატვის ნიშნად
ზაალ უდუმაშვილი - აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მოვუწყობთ დახვედრას პატივისცემის გამოხატვის ნიშნად

აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მოვუწყობთ დახვედრას, პატივისცემის გამოხატვის ნიშნად, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

„სახელმწიფო მდივანს ვხვდებით. როცა ასეთი რანგის დიპლომატი საქართველოში ჩამოდის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მოვუწყობთ დახვედრას, პატივისცემის გამოხატვის ნიშნად. ასევე მთავარ მესიჯებში ყურადღება გამახვილებული იქნება იმ შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე, რაც ქვეყანაშია“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტი 17-18 ნოემბერს შედგება. ოპოზიცია 18 ნოემბერს ცოცხალი ჯაჭვის მოწყობას გეგმავს.