ზაალ უდუმაშვილი ადასტურებს, რომ პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას გრიგოლ ვაშაძე არ ესწრებოდა
ზაალ უდუმაშვილი ადასტურებს, რომ პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას გრიგოლ ვაშაძე არ ესწრებოდა

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას დაადასტურა, რომ პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე არ ესწრებოდა.

მისივე თქმით, პოლიტსაბჭომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს.

„არა მხოლოდ გრიგოლ ვაშაძე, რამდენიმე წევრი პოლიტსაბჭოს ვერ ესწრებოდა, სხვადასხვა მიზეზის გამო. ზოგმა ვერ მოასწრო ჩამოსვლა რეგიონიდან, ზოგი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მაგრამ კვორუმი იყო პოლიტსაბჭოზე და შესაბამისად, მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ერთხმად იქნა გადაწყვეტილება მიღებული, არც ერთი განსხვავებული აზრი არ ყოფილა – ჩვენ არ მივიღებთ საპარლამენტო მანდატებს იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება დაკმაყოფილებული მთავარი მოთხოვნა, რაც ახალ არჩევნებთან არის დაკავშირებული“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.