ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ 19, 20 და 21 ოქტომბერს თბილისში აქციას არ გამართავს
ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ 19, 20 და 21 ოქტომბერს თბილისში აქციას არ გამართავს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ 19, 20 და 21 ოქტომბერს თბილისში მათ მიერ დაგეგმილი აქცია გადაიდო. უდუმაშვილის თქმით, პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ამ დღეებში დასავლეთ საქართველოში იქნება.

„წინასაარჩევნო პერიოდში ბუნებრივია, გეგმები იცვლება იმის მიხედვით, სად არის უფრო მნიშვნელოვანი პრეზიდენტობის კანდიდატი იყოს. ამ პერიოდში, ახლა ძალიან დიდი მოთხოვნა იყო, პრეზიდენტობის კანდიდატი დასავლეთ საქართველოში ჩასულიყო. ამიტომ, 19, 20 და 21 ოქტომბერს გრიგოლ ვაშაძე მთლიანად დასავლეთ საქართველოში იმყოფება – სამეგრელოში, იმერეთში და აჭარაში მართავს ძალიან დიდ შეხვედრებს. ამ შეხვედრების გამო გადაიდო ის აქცია, რომელიც იგეგმებოდა“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 25 სექტემბერს მიმართა მერიას, რომ 2018 წლის 19, 20 და 21 ოქტომბერს თბილისში, თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე წინასაარჩევნო მსვლელობას გეგმავდა. „ჩვენს ქვეყანაში დაცულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. ამ მიმართულებით პრობლემა არ არის და შესაბამისი სამსახურები უზრუნველყოფენ, ყველაფერი იყოს კანონის ფარგლებში. თუ გზის გადაკეტვის საჭიროება იქნა, გადაიკეტება“, – განაცხადა კახა კალაძემ. ამასთან, მისივე თქმით,  არავის მიეცემა შესაძლებლობა, ქვეყანაში არეულობა და დესტაბილიზაცია მოაწყოს