ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ ლიეტუვის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებს განიხილავენ
ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ ლიეტუვის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებს განიხილავენ

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ ლიეტუვის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისთან შეხვედრაზე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებს განიხილავენ. შეხვედრა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში გაიმართება.

„ განხილული იქნება პოლიტიკური დევნის საკითხები და ნიკა მელიას ირგვლივ განვითარებული მოვლენები, ის პოლიტიკური კრიზისი, რომელშიც არის ქვეყანა და ამ პოლიტიკური კრიზისის დაძლევის გზებზე“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ლიეტუვის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი დღეს ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება. ჟიგიმანტას პავილიონისი უკვე შეხვდა „ევროპული საქართველოს“ ლიდერებს, გიგა ბოკერიასა და გიორგი კანდელაკს. შეხვედრა „ევროპული საქართველოს“ ოფისში გაიმართა.