ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ არ იცის, სენატის ასიგნებათა კომიტეტის კანონპროექტიდან რატომ ამოიღეს დათქმა 15-პროცენტიან შეზღუდვაზე
ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ არ იცის, სენატის ასიგნებათა კომიტეტის კანონპროექტიდან რატომ ამოიღეს დათქმა 15-პროცენტიან შეზღუდვაზე

არ ვიცი, რატომ იქნა მიღებული ეს გადაწყეტილება, თუმცა ფაქტია, რომ მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი ძალიან მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ აღმოჩნდა ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან, არაერთხელ იყო საუბარი სანქციებზე,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

უდუმაშვილი აშშ-ის სენატის ასიგნებათა კომიტეტის 2021 წლის საბიუჯეტო კანონპროექტების პაკეტის დამტკიცებას გამოეხმაურა.

„მე არ ვიცი, რატომ იქნა მიღებული ეს გადაწყეტილება, თუმცა ფაქტია, რომ მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი ძალიან მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ აღმოჩნდა ჩვენი დასავლელი პარტიორების მხრიდან, არაერთხელ იყო საუბარი სანქციებზე, ასევე იმ თანხის გაყინვაზე, რომელიც არის. ვფიქრობ, თუ  ქვეყანა დროულად არ გამოვა ამ პოლიტიკური კრიზისიდან, ეს სანქციები კვლავ ძალაში დადგება, რადგან ყველა ხედავს, ის, რომ ქვეყანა არის უმძიმეს პოლიტიკურ კრიზისში, ამაზე მთავარი პასუხისმგებელი ბიძინა ივანიშვილი და ხელისუფლებაა“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

აშშ-ის სენატის ასიგნებათა კომიტეტმა 2021 წლის საბიუჯეტო კანონპროექტების პაკეტი გამოაქვეყნა. 12 დოკუმენტს შორის არის საგარეო ოპერაციების დაფინანსების შესახებ კანონპროექტიც, რომლითაც საქართველოსთვის სულ მცირე 132 მილიონი დოლარის გამოყოფაა გათვალისწინებული.

ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის ინფორმაციით, სენატის ასიგნებათა კომიტეტის მიერ დამტკიცებულ კანონპროექტში აღარ არის დათქმა 15-პროცენტიან შეზღუდვაზე.