ზაალ უდუმაშვილი - 4 აპრილს დაგვთვალონ, რამდენი ადამიანი გამოვა ამ რეჟიმის გასაპროტესტებლად
ზაალ უდუმაშვილი - 4 აპრილს დაგვთვალონ, რამდენი ადამიანი გამოვა ამ რეჟიმის გასაპროტესტებლად

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები მივიდნენ.

ადგილზე იმყოფება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაალ უდუმაშვილიც.

უდუმაშვილის განცხადებით, დღევანდელი აქციით გამოხატავენ პროტესტს ხელისუფლების წინააღმდეგ და „ქართულ ოცნებას“ სესიების მშვიდად ჩატარების საშუალებას არ მისცემენ, გარედან მიაწვდიან ხმას.

„ჩვენ ნამდვილად არ ვაპირებთ, პარლამენტში შევიჭრათ, ამ აქციით გამოვხატავთ ჩვენს პროტესტს. უნდა იცოდეს „ქართულმა ოცნებამ“ და ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ, რომ ნამდვილად არ მივცემთ სამარცხვინო სესიების ასე თავისუფლად ჩატარების საშუალებას, სადაც ისინი იღებენ ქვეყნისთვის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს. აუცილებლად გაიგებენ ჩვენს ხმაურსაც, ჩვენს პროტესტსაც აქედან, ყველგან მივაწვდენთ ხმას, სადაც იქნება. აქციები, პიკეტირება, აქციები, რომლებიც შემდეგ გაიმართება როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში, არის მზადება იმ დიდი აქციისთვის, რომელსაც ვგეგმავთ 4 აპრილს. შემდეგ მოვიდნენ და დაგვთვალონ აპრილში, რამდენი ადამიანი გამოვა ამ რეჟიმის გასაპროტესტებლად“ ,- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.