ზაალ უდუმაშვილი - ნამდვილად ვერ გავუკეთებთ „ქართულ ოცნებას“ საჩუქრს, რომ ჩვენი ხალხი 12:00 საათიდან რუსთაველის გამზირზე დავაყენოთ და უბნები „ქართულ ოცნებას“ დავუტოვოთ
ზაალ უდუმაშვილი - ნამდვილად ვერ გავუკეთებთ „ქართულ ოცნებას“ საჩუქრს, რომ ჩვენი ხალხი 12:00 საათიდან რუსთაველის გამზირზე დავაყენოთ და უბნები „ქართულ ოცნებას“ დავუტოვოთ

ისეთ საჩუქარს ნამდვილად ვერ გავუკეთებთ „ქართულ ოცნებას“, რომ ჩვენი ხალხი დღის 12:00 საათიდან რუსთაველის გამზირზე დავაყენოთ და უბნები დავუტოვოთ „ქართულ ოცნებას“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა 31 ოქტომბერს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე 20:00 საათიდან შეიკრიბებიან და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მიმდინარე პროცესებს თვალყურს მიადევნებენ.

„გუშინ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლისგან მოვისმინეთ მორიგი ტყუილი, თითქოს ჩვენ 12:00 საათის შემდეგ ვაპირებთ რუსთაველის გამზირზე შეკრებას. განაცხადი შეტანილია მერიაში, ოღონდ ჩვენ იქ შეკრებას საღამოს 8 საათის შემდეგ ვაპირებთ, რაც დაიხურება საარჩევნო უბნები. იქ დავდგებით და მონიტორებზე ერთად ვადევნებთ თვალს, როგორ შედის საარჩევნო ოქმები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას. სხვათაშორის, იმავე განაცხადში მითითებულია, რომ იქ შეკრება ღამის 12:00 სააღამდე გვაქვს, ანუ ღამის 12:00 საათზე ვასრულებთ ყველაფერს და არ ვაპირებთ იქ უსაშველოდ დგომას.

იქ დღის 12:00 საათზე ტქნიკური ჯგუფი მივა, რომელმაც სცენა უნდა ააწყოს. ისეთ საჩუქარს ნამდვილად ვერ გავუკეთებთ „ქართულ ოცნებას“, რომ ჩვენი ხალხი დღის 12:00 საათიდან რუსთაველზე დავაყენოთ და უბნები საჩუქრად დავუტვოთ „ქართულ ოცნებას“. ამას ნამდვილად არ გავაკეთებთ. ჩვენ საბრძოლველი გვაქვს უბნებზე და უნდა დავიცვათ ყველა ის ხმა, რომელიც ჩავარდება ოპოზიციურ ყულაბაში. ვისაც სურვილი ექნება, მოვიდეს რუსთაველის გამზირზე და ჩვენთან ერთად თვალყური ადევნოს იმ პროცესებს, რომელიც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მიმდენარეობს“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

დატოვე კომენტარი