ყველაზე ტიტულოვანმა ამერიკელმა მძლეოსანმა კარიერა დაასრულა #1TVSPORT
ამერიკელმა მორბენალმა ელისონ ფელიქსმა კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც აშშ-ის ქალაქ იუჯინში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ფელიქსმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა 4×400 მეტრზე შერეულ ესტაფეტაში.
„მინდა ყველას მადლობა ვუთხრა, ვინც ჩემთან ერთად იყო ამ გზაზე და ვინც მეხმარებოდა. სპორტის ამ სახეობამ იმდენად ბევრი მომცა, რომ ვერც კი ვიოცნებებდი“, – მოჰყავს ფელიქსის სიტყვები აშშ-ის ნაკრების „ტვიტერს“.
ელისონ ფელიქსი ყველაზე ტიტულოვანი ქალია ამერიკულ მძლეოსნობაში. 36 წლის მორბენალს მოპოვებული აქვს ოლიმპიური თამაშების შვიდი ოქრო, სამი ვერცხლი და ერთი ბრინჯაოს მედალი. ასევე მსოფლიოს 13-გზის ჩემპიონია, რასაც ემატება სამ-სამი ვერცხლი და ბრინჯაო.