ყველაზე სწრაფები პრემიერლიგაში

20:48, 22.05.2019

ავტოტრიტეტულმა სტატისტიკურმა რესურსმა „ოპტა სპორტსმა“ (Opta Sports) გასული სეზონის შედეგების მიხედვით ინგლისის პრემიერლიგის 10 ყველაზე სწრაფი ფეხბურთელის სია გამოქვეყნა.

ლიდერი გახდა „მანჩესტერ იუნაიტედის“ 21 წლის მცველი ტიმოტი ფოსუ-მენსა, რომელიც „ფულჰემში“ იჯარის წესით თამაშობდა. მან განავითარა სიჩქარე – საათში 35.32 კილომეტრი.

სრულად ეს საინტერესო რეიტინგი ასე გამოიყურება:

1. ტიმოტი ფოსუ-მენსა (მანჩესტერ იუნ) – 35,32 კმ/სთ
2. კაილ უოკერი (მანჩესტერ სიტი) – 35,27 კმ/სთ
3. რუბენ ვინაგრე (ვულვერჰემპტონი) – 35,20 კმ/სთ
4. ლეროი სანე (მანჩესტერ სიტი) – 35,18 კმ/სთ
5. დეანდრე იედლინი (ნიუკასლი) – 35,17 კმ/სთ
6. ჟერარ დეულოფეუ (უოტფორდი) – 35,13 კმ/სთ
7. ფელიპე ანდერსონი (ვესტ ჰემი) – 35,11 კმ/სთ
8. დივოკ ორიგი (ლივერპული) – 35,04 კმ/სთ
9. სერხიო რიკო (ფულჰემი) – 35,01 კმ/სთ
10. პატრიკ ვან ანჰოლტი (კრ. პალასი) – 34,96 კმ/სთ

მსგავსი