ყველაფერი ოქროს ბურთის გამარჯვებულების შესახებ #1TVSPORT
ყველაფერი ოქროს ბურთის გამარჯვებულების შესახებ #1TVSPORT

დღეს, ოქროს ბურთის მფლობელი გამოვლიდნება. ფეხბურთის ყველაზე პრესტიჟული პრიზი ახალ მფლობელს ელის. გადავავლოთ თვალი ოქროს ბურთის ბოლო 20 გამარჯვებულს.

𝟐𝟎𝟎𝟎: ლუიშ ფიგუ (პორტუგალია)

იმ წელს, ფიგუ გახდა ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე, ($70 მილიონი) რომელიც „ბარსელონადან“ მადრიდის „რეალში“ გადავიდა. პორტუგალიელი ასევე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა.

𝟐𝟎𝟎𝟏: მაიკლ ოუენი (ინგლისი)

21 წლის მაიკლს მთელი სამყარო ფეხქვეშ ჰქონდა:

  • ლივერპულთან ერთად ხუთი თასი მოიგო.
  • გაიტანა ორი გადამწყვეტი გოლი ინგლისის თასის ფინალის მოსაგებად.
  • შეასრულა ჰეთ-თრიკი გერმანიის წინააღმდეგ მოგებულ მატჩში (5-1).
  • 1979 წლის შემდეგ გახდა პირველი ინგლისური ოქროს ბურთის მფლობელი.

𝟐𝟎𝟎𝟐: რონალდო (ბრაზილია)

რონალდო მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ფინალში (გერმანია 0:2 ბრაზილია) ორივე გოლი მან გაიტანა და ბრაზილიის ნაკრებს მეხუთე ტიტული მოაგებინა.

𝟐𝟎𝟎𝟑: პაველ ნედვედი (ჩეხეთი)

იუვენტუსის ნახევარმცველმა ჯილდოს მოგების შემდეგ ტიერი ანრის დაუძახა:

„ჩემთვის ტიერი ანრი ახლა მსოფლიოში საუკეთესო ფორვარდია. ხმის მიცემის უფლება რომ მქონოდა ხმას აუცილებად ტიერის მივცემდი.“

𝟐𝟎𝟎𝟒: ანდრეი შევჩენკო (უკრაინა)

ჩემპიონთა ლიგის მოგებიდან ერთი წლის შემდეგ, „მილანის“ თავდამსხმელი სერია ა-ს საუკეთესო ბომბარდირი გახდა და იტალიის ჩემპიონატის მთავარი ტიტულიც მოიპოვა.

𝟐𝟎𝟎𝟓: რონალდინიო (ბრაზილია)

2005 წელს ბრაზილიელი ჯადოქარი საუკეთესო ფორმაში იყო. ჩელსის წინააღმდეგ ფენომენალური მოძრაობებით გატანილი გოლი მის კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო მომენტია.

𝟐𝟎𝟎𝟔: ფაბიო კანავარო (იტალია)

მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული, იტალიის ნაკრების კაპიტანი იყო უკანასკნელი მცველი, რომელმაც ოქროს ბურთი მოიგო.

𝟐𝟎𝟎𝟕: კაკა (ბრაზილია)

კაკა გახდა მეოთხე ბრაზილიელი, რომელმაც ოქროს ბურთი მოიგო რონალდოს, რივალდოსა და რონალდინიოს შემდეგ. 2007 წელს კაკამ, „მილანთან“ ერთად მეშვიდე ჩემპიონთა ლიგის თასიც მოიგო.

𝟐𝟎𝟎𝟖: კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია)

  • პრემიერლიგის სამგზის გამარჯვებული.
  • პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირი (31 გოლი).
  • საკულტო გოლი ჩემპიონთა ლიგის ფინალში.
  • ჩემპიონთა ლიგის პირველი თასი (სულ ჩემპიონთა ლიგის ხუთი თასი აქვს მოპოვებული).
  • პირველი ოქროს ბურთი იმ ხუთიდან, რაც მოიპოვა კარიერის განმავლობაში.

𝟐𝟎𝟎𝟗: ლიონელ მესი (არგენტინა)

2009 წელს „ბარსელონამ“ ტრიპლეტი მოიგო (ლა ლიგა, ესპანეთის საფეხბურთო თასი და ჩემპიონთა ლიგის თასი). მესიმ თავისი პირველი ოქროს ბურთი, მაშინ რეკორდული ხმების რაოდენობით მოიპოვა (480-დან 473).

𝟐𝟎𝟏𝟎: ლიონელ მესი (არგენტინა)

2010 წელს მესი უკვე ყველას ყურადღებას იქცევდა. ჩავისთან და ინიესტასთან ერთად „ბარსაში“ ახალი ლიდერი ყალიბდეობდა, სახელად ლეო.

𝟐𝟎𝟏𝟏: ლიონელ მესი (არგენტინა)

პეპის „ბარსელონამ“ პიკს 2011 წელს მიაღწია და მესის ლიდერობით კატალონიური გუნდი შეუჩერებელი გახდა.

 

𝟐𝟎𝟏𝟐: ლიონელ მესი (არგენტინა)

91 გოლი მთელი წლის განმავლობაში. ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო წელი მესიმ ზედიზედ მეოთხე ოქროს ბურთით დააგვირგვინა.

𝟐𝟎𝟏𝟑: კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია)

რონალდომ დაასრულა მესის დომინირება, როცა 2013 წელს მსოფლიო ჩემპიონატის პლეიოფში ოთხი გოლი გაიტანა და პორტუგალიის ნაკრები ბრაზილიაში გაამგზავრა.

𝟐𝟎𝟏𝟒: კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია)

რონალდომ ჩემპიონთა ლიგის რეკორდი დაამყარა (17 გატანილი გოლი) და 2013/14 წლების სეზონში „მადრიდის რეალს“ მე-10 თასი მოაგებინა.

𝟐𝟎𝟏𝟓: ლიონელ მესი (არგენტინა)

„ბარსელონამ“ მეორე ტრეპლი შეასრულა. მესი კატალონიელების წარმატების მთავარი ჯადოქარი იყო.

𝟐𝟎𝟏𝟔: კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია)

მეორე ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ (მადრიდის „რეალი“), რონალდო პორტუგალიის ნაკრებს პირველი საერთაშორისო ტიტულის დაუფლებაშიც დაეხმარა, სადაც ედერის გოლით ევროპის ჩემპიონატის ფინალში ფრანგები დაამარცხა.

𝟐𝟎𝟏𝟕: კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია)

  • ათი გოლი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, ნახევარფინალსა და ფინალში.
  • ლა ლიგის, ჩემპიონთა ლიგის, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის და სუპერთასის მფლობელი.

𝟐𝟎𝟏𝟖: ლუკა მოდრიჩი (ხორვატია)

მესისა და რონალდოს 10 წლიანი „მეფობა“ ლუკა მოდრიჩმა დაარღვია.

ლუკამ მადრიდის „რეალთან“ ერთად ზედიზედ მესამედ მოიგო ჩემპიონთა ლიგა და მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს ბურთი. ხორვატია 2018 წლის ფინალშიც გავიდა და საფრანგეთის უძლიერეს ნაკრებთან 2:4 დამარცხდა.

𝟐𝟎𝟏𝟗: ლიონელ მესი (არგენტინა)

ეს იყო ყველაზე დაძაბული გამოკითხვა – ლიონელ მესიმ, მეორე ადგილზე მყოფ ვირჯილ ვან დეიკს შვიდი ხმით მოუგო.

მესი გახდა პირველი მოთამაშე, რომელმაც ექვსი ოქროს ბურთი მოიგო.

𝟐𝟎𝟐𝟎: ოქროს ბურთის დაჯილდოება არ ჩატარდა COVID-19-ის პანდემიის გამო.

 

𝟐𝟎𝟐𝟏: და ოქროს ბურთის მფლობელი გახდა …