ყველა უბნის დათვლის შედეგად ცესკო-ს მიერ მიღებული წინასწარი მონაცემებით, არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები იმარჯვებენ
ყველა უბნის დათვლის შედეგად ცესკო-ს მიერ მიღებული წინასწარი მონაცემებით, არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები იმარჯვებენ

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები იმარჯვებენ.

ცესკო-ს ამ დროისთვის ყველა საარჩევნო უბანი დათვლილი აქვს და არჩევნების წინასწარ შედეგებს აქვეყნებს.

მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების მიხედვით, ცესკო-ს წინასწარი მონაცემები ასეთია:

№1 – მთაწმინდა, კრწანისი – ბექა ოდიშარია („ქართული ოცნება“) 91.57% და შალვა შავგულიძე („ევროპული საქართველო“) 8.43%;

№2 – ვაკე – ნოდარ ტურძელაძე („ქართული ოცნება“) 93.72% და ელენე ხოშტარია („ევროპული საქართველო“) 6.28%;

№3 – საბურთალო – დავით სერგეენკო („ქართული ოცნება“) 89.92% და ალექსანდრე ელისაშვილი („მოქალაქეები“) 10.08%;

№4 – ისანი – კახა კახიშვილი („ქართული ოცნება“) 92.15% და ხატია დეკანოიძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“) 7.85%;

№5 – სამგორი – სოზარ სუბარი („ქართული ოცნება“) 88.68% და ლევან ხაბეიშვილი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“) 11.32%;

№6 – დიდუბე, ჩუღურეთი – გიორგი ვოლსკი („ქართული ოცნება“) 89.95% და ზურაბ გირჩი ჯაფარიძე („გირჩი“) 10.05%;

№7 – ნაძალადევი – მიხეილ ყაველაშვილი („ქართული ოცნება“) 91.4% და შალვა ნათელაშვილი („ლეიბორისტული პარტია“) 8.6%;

№8 – გლდანი – ლევან კობიაშვილი („ქართული ოცნება“) 89.36% და ნიკანორ მელია („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“) 10.64%;

№10 – თელავი, ახმეტა, ყვარელი და ლაგოდეხი – ირაკლი ქადაგიშვილი („ქართული ოცნება“) 88.83% და გიორგი ბოტკოველი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“) 11.17%;

№11 – მცხეთა, დუშეთი, თიანეთი და ყაზბეგი – შალვა კერესელიძე („ქართული ოცნება“) 92.53% და ცეზარი ჩოჩელი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“) 7.47%;

№12 – რუსთავი, გარდაბანი – ნინო ლაცაბიძე („ქართული ოცნება“) 89.79% და დავით კირკიტაძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“) 10.21%;

№16 – ხაშური, ქარელი – ზაალ დუგლაძე („ქართული ოცნება“) 91.72% და ნატო ჩხეიძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“) 8.28%;

№21 – ზესტაფონი, ტყიბული, თერჯოლა, ბაღდათი – ბეჟან წაქაძე („ქართული ოცნება“) 91.94% და კახა გეწაძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“) 8.06%;

№23 – ქუთაისი – ზაზა ლომინაძე („ქართული ოცნება“) 91.92% და გრიგოლ ვაშაძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“) 8.08%;

№27 – ზუგდიდი – ირაკლი ჩიქოვანი („ქართული ოცნება“) 93.88% და მალხაზ ჯალაღონია („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“) 6.12%;

№28 – ბათუმი – რესან კონცელიძე („ქართული ოცნება“) 87.81% და ლევან ვარშალომიძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“) 12.19%;

№30 – ხელვაჩაური, ქედა, შუახევი და ხულო – ანზორ ბოლქვაძე („ქართული ოცნება“) 88.19% და მიშა ბოლქვაძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“) 11.81%.

რაც შეეხება დანარჩენ 13 ოლქს, აქ არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატები პირველსავე ტურში გამოვლინდნენ და ყველა მათგანში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გაიმარჯვა.

ამასთან, მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტური გაიმართა ქუთაისში, სადაც ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით იოსებ ხახალეიშვილს („ქართული ოცნება“) 92.02% აქვს და გრიგოლ შუშანიას („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“) 7.98%.

საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარდა. ყველა ოპოზიციური პარტია, რომელმაც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ერთპროცენტიანი ბარიერი გადალახა და მოხვდა პარლამენტში, საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარს ამბობს. საპარლამენტო მანდატებზე სულ უარს ამბობს რვა პარტია: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“, „ევროპული საქართველო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ლელო“, „პატრიოტთა ალიანსი“, „გირჩი“, „მოქალაქეები“, „ლეიბორისტული პარტია“. ისინი არ ცნობენ არჩევნების მეორე ტურსაც. თუმცა, ოპოზიციური პარტიების კანდიდატები 21 ნოემბრის არჩევნებზე ბიულეტენებში კვლავ იყვნენ წარმოდგენილნი, ვინაიდან, კანონმდებლობის თანახმად, არჩევნების მეორე ტურიდან კანდიდატურის მოხსნა შეუძლებელია.

დატოვე კომენტარი