ყვარლის ქუჩაზე მცხოვრებ 24 ოჯახს მიწის ნაკვეთები კანონიერ მფლობელობაში გადაეცემა
ყვარლის ქუჩაზე მცხოვრებ 24 ოჯახს მიწის ნაკვეთები კანონიერ მფლობელობაში გადაეცემა

თბილისში, ყვარლის ქუჩაზე მცხოვრებ 24 ოჯახს მიწის ნაკვეთები კანონიერ მფლობელობაში გადაეცემა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ ქუჩაზე არსებულ მიწის ნაკვეთებზე კოტეჯებია განლაგებული, სადაც წლების განმავლობაში, „მეტრომშენის“ თანამშრომლები ცხოვრობენ.

“მათ არ ჰქონდათ შესაძლებლობა, არსებული მიწის ნაკვეთები დაერეგისტრირებინათ. დღეს კი, ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, ისინი მიწის ფართების დარეგისტრირებას შეძლებენ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.