ყვარლის მუნიციპალიტეტში სეტყვამ ვენახები დააზიანა
ყვარლის მუნიციპალიტეტში სეტყვამ ვენახები დააზიანა

ყვარლის რამდენიმე სოფელში ცოტა ხნის წინ ძლიერი სეტყვა იყო.

როგორც საქართველოს პირველ არხს ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა, როსტომ სესიაშვილმა განუცხადა, სტიქიის შედეგად ძირითადად ვენახებია დაზიანებული.

„სეტყვამ სოფელ გავაზში ყურძნის მოსავალი თითქმის 80-100 პროცენტით გაანადგურა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინფორმაციის მოპოვება და როგორც ვიცი, სოფელი სანავარდო და გრემიც დაისეტყვა, თუმცა ჯერ არ მაქვს ზარალის შესახებ ზუსტი მონაცემები“, – განაცხადა სესიაშვილმა.