ყვარლის მუნიციპალიტეტში ეპიდემიოლოგები ინფიცირებული პირის კონტაქტებს იკვლევენ

12:19, 20.09.2020

კახეთში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა ერთით გაიზარდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ლაბორატორიული კვლევისთვის გაგზავნილი 213 ნიმუშიდან „კოვიდ-19“ ყვარლის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ერთ ადამიანს დაუდგინდა, რომელიც თელავის კლინიკაში პნევმონიით იმყოფებოდა.

დილიდან ყვარლის მუნიციპალიტეტში ეპიდემიოლოგები იმყოფებიან და დაინფიცირებული პირის კონტაქტებს იკვლევენ.

მსგავსი