ყვარლის, კასპის, თელავისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში მდებარე ეკლესიებს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ყვარლის, კასპის, თელავისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში მდებარე ეკლესიებს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

15 ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო გენერალური დირექტორის ბრძანების საფუძველზე მიენიჭა. ეს ობიექტებია:

1.წმ.ნიკოლოზის ეკლესია, ყვარლის მუნიციპალიტეტი,სოფ. გრემი,(ძველ სასაფლაოზე) XVI საუკუნე
2. თურგაანთ ეკლესია, ყვარლის მუნიციპალიტეტი,ქ. ყვარელი, განვითარებულიშუა საუკუნეები
3. ლაშარის დიდსალოცავი, ყვარლის მუნიციპალიტეტი,ქ. ყვარელი, XVIII-XIX საუკუნეების მიჯნა
4. ფერისცვალების ეკლესია,ყვარლის მუნიციპალიტეტი,ქ. ყვარელი,1808 წელი
5. ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია ყვარლის მუნიციპალიტეტი,ქ. ყვარელი, XVIII საუკუნე
6. ყველაწმინდის ეკლესია,ყვარლის მუნიციპალიტეტი,ქ. ყვარელი, XVIII საუკუნე
7. ყორიანის ეკლესია,ყვარლის მუნიციპალიტეტი,ქ. ყვარელი,განვითარებულიშუა საუკუნეები
8. ყვარლის ციხე,,ყვარლის მუნიციპალიტეტი,ქ. ყვარელი, XVIII საუკუნის
პირველი ნახევარი
9. ცხრაკარას ეკლესია, ყვარლის მუნიციპალიტეტი,ქ. ყვარელი, VIII-IX
საუკუნეები
10. წინარეხის სკოლა,კასპის მუნიციპალიტეტი, სოფ. წინარეხი, XIX საუკუნის
80-იანი წლები
11. ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია,კასპის მუნიციპალიტეტი, სოფ. წინარეხი,1588 წელი
12. წმ. თევდორეს ეკლესია,კასპის მუნიციპალიტეტი, სოფ. წინარეხი,ადრეული შუა საუკუნეები
13. ჯვარპატიოსნის ეკლესია,კასპის მუნიციპალიტეტი, სოფ. წინარეხი, X საუკუნე
14. ყვავიჭამიას საყდარი,თელავის მუნიციპალიტეტი, სოფ. გულგულა, IX-X საუკუნეები
15. ხიდიჯვარის ეკლესია ახალქალაქის მუნიციპალიტეტი, სოფ. ბუღაშენი, X საუკუნე

ნიკოლოზ ანთიძის ბრძანება „კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე“ ბრძანება საკანონმდებლო მაცნეში დღეს 16 მაისს გამოქვეყნდა.