ყვარლის ციხის სამხრეთ-დასავლეთ კოშკის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა
ყვარლის ციხის სამხრეთ-დასავლეთ კოშკის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და დაფინანსებით, ყვარლის ციხის სამხრეთ-დასავლეთ კოშკის სარეაბილიტაციო სამუშაოები წელს დასრულდა.

სააგენტოს ცნობით, საფორტიფიკაციო ნაგებობის აღნიშნულ ფრაგმენტზე აღდგენითი სამუშაოები, რომელიც კომპანია „ბურკიტექმა“ აწარმოა, გასულ წლის მეორე ნახევარში დაიწყო და მიმდინარე წელს გაგრძელდა.

„კოშკის კედელზე, რომლის ქვის წყობაც ნახევრად ჩამოშლილ მდგომარეობაში იმყოფებოდა, აღდგა რიყის ქვით კირდუღაბზე. კირხსნარით შეივსო ნაგებობის ბზარები, ხოლო გამოქარული საპირე წყობები წყლის ჭავლით დამუშავების შემდეგ კირდუღაბით ამოივსო.

ფიზიკური სამუშაოების ჯამურმა ღირებულებამ 17 200 ლარი შეადგინა. სამომავლოდ, არქიტექტურული კომპლექსის ფიზიკური მდგომარეობის გაჯანსაღებაზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად იზრუნებს“, – აცხადებენ სააგენტოში.