ყვარელში მდებარე ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ყვარელში მდებარე ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ყვარელში მდებარე XVIII საუკუნის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ეკლესია დარბაზულია და ნაგებია რიყის ქვის სწორხაზობრივი წყობით.

„ეკლესიის ძეგლის მახასიათებლებია: სიძველე, არქიტექტურული ფორმა და დეტალები: ეპოქის მახასიათებელი შეისრული თაღები, სარკმლები და კარები, ფასადების აგურის რომბებითა და ჯვრებით მოპირკეთება“, – ნათქვამია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.