ლუკა გუგეშაშვილი „დილას“ დაემშვიდობა - კარიერას გრანადაში გავაგრძელებ
ლუკა გუგეშაშვილი კარიერას ლა ლიგაში, „გრანადაში“ გააგრძელებს. ინფორმაცია უკვე ოფიციალურად დადასტურდა.
19 წლის მეკარეს გორის „დილასთან“ საიჯარო ხელშეკრულება ამოეწურა, მისი სატანსფერო უფლებები კი პოლონურ კლუბ „იაგელონიას“ ეკუთვნის, რომელმაც თავის მხრივ იგი ესპანურ „გრანადას“ „ათხოვა“.
ლუკამ თავის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე განცხადება გაავრცელა და გორის „დილას“ დაემშვიდობა.
„გორის „დილასთან“ კონტრაქტი ამომეწურა და კარიერას ესპანურ „გრანადაში“ გავაგრძელებ. მადლობა მინდა გადავუხადო გუნდს, რომ მენდობოდნენ და თავის წარმოჩენის შანსი მომცეს. მადლობა ყველას – სამწვრთნელო შტაბს, გუნდში მომუშავე თითოეულ ადამიანს და კლუბის გულშემატკივრებს. თქვენ ყოველთვის მემახსოვრებით! წინ, დიდი გამოწვევებისკენ!“ – წერს გუგეშაშვილი.
ლუკა გუგეშაშვილი „დილას“ 2017 წლის ზაფხულში შეუერთდა და კლუბის მაისურით 24 ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა.