ყოფილი ევროკომისარი ტიერი ბრეტონი აშშ-ს მიერ დაწესებულ სანქციებს პასუხობს - „დაბრუნდა მაკარტის ჯადოქრებზე ნადირობა? ცენზურა არ არის იქ, სადაც გგონიათ“
ყოფილი ევროკომისარი ტიერი ბრეტონი აშშ-ს მიერ დაწესებულ სანქციებს პასუხობს - „დაბრუნდა მაკარტის ჯადოქრებზე ნადირობა? ცენზურა არ არის იქ, სადაც გგონიათ“

ყოფილი ევროკომისარი, ტიერი ბრეტონი აშშ-ს მიერ დაწესებულ სანქციებს სოციალურ ქსელში პასუხობს.

„დაბრუნდა მაკარტის ჯადოქრებზე ნადირობა? შეგახსენებთ, ევროპარლამენტის, ჩვენი დემოკრატიულად არჩეული ორგანოს 90-მა პროცენტმა და 27 წევრმა სახელმწიფომ ანონიმურად დაუჭირა მხარი ციფრული სერვისების აქტს. ჩვენს ამერიკელ მეგობრებს, ცენზურა არ არის იქ, სადაც გგონიათ“, – წერს ბრეტონი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, სახელმწიფო დეპარტამენტმა აშშ-ში შესვლა აუკრძალა ხუთ პირს, რომლებიც ამერიკულ ონლაინ პლატფორმებზე მასალების ცენზურას ახდენდნენ, ერთ-ერთი მათგანი ყოფილი ევროკომისარი ტიერი ბრეტონია.