ყოფილი ჟურნალისტი ერიკ ზემური საფრანგეთის 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
ყოფილი ჟურნალისტი ერიკ ზემური საფრანგეთის 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

ულტრამემარჯვენე, ყოფილი ჟურნალისტი ერიკ ზემური საფრანგეთის 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, ექსტრემალური ანტიმიგრაციული პოზიციით ცნობილი ერიკ ზემური, პოლარიზებული მეტყველებითა და მედიის დიდი ყურადღებით წინასაარჩევნო კალენდარში დომინირებს.

„აქამდე მოთელვა იყო. ახლა რეალური რბოლა იწყება“, – ამ შინაარსის შეტყობინება გაუგზავნა ერიკ ზემურის გუნდმა მხარდამჭერებს კამპანიის ოფიციალურ დაწყებამდე.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, მუსლიმებსა და ემიგრანტებზე მისმა უხეშმა თავდასხმებმა ის პოლარიზებულ ფიგურად აქცია, რომელმაც მხარდაჭერა მიიღო როგორც მემარჯვენეებისგან, ასევე მარინ ლე პენის მომხრე ულტრამემარჯვენეებისგან.

ერიკ ზემური სიძულვილის წაქეზებისთვის არის გასამართლებული. გამოკითხვების უმეტესობა პროგნოზირებს, რომ მეორე ტურში მაკრონი და ლე პენი გადავლენ, რომელშიც სავარაუდოდ მოქმედი პრეზიდენტი გაიმარჯვებს.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში გამოკითხვებში ერიკ ზემური მარინ ლე პენს უსწრებდა და მეორე ადგილისთვის რბოლის ბედი ჯერ გადაწყვეტილი არ არის.