ყირიმთან დაკავშირებით რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის სარჩელი ევროპულმა სასამართლომ ნაწილობრივ დასაშვებად ცნო
ყირიმთან დაკავშირებით რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის სარჩელი ევროპულმა სასამართლომ ნაწილობრივ დასაშვებად ცნო

ყირიმთან დაკავშირებით რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის სარჩელი ევროპულმა სასამართლომ ნაწილობრივ დასაშვებად ცნო.

„ევრონიუსის“ ინფორმაციით, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაადგინა, რომ უკრაინის მთავრობის მიერ გასაჩივრებული ფაქტები მართლაც მოხდა რუსეთის ე.წ. იურისდიქციაში, იმ ეფექტური კონტროლის საფუძველზე, რომელიც იმ დროისთვის ყირიმზე განახორციელა. უკრაინა ამტკიცებდა, რომ 2014 წლის 27 თებერვლიდან რუსეთი ახორციელებს ეფექტურ კონტროლს ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაზე და ქალაქ სევასტოპოლზე, რომლებიც უკრაინის განუყოფელი ნაწილია.

უკრაინა ირწმუნება, რომ კონვენციის დარღვევა რუსეთის ფედერაციის ზოგადი ადმინისტრაციული პრაქტიკის შედეგია. „ევრონიუსის“ ინფორამციით, ეს საბოლოო განჩინება არ არის. უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ შეიტანა სხვა სახელმწიფოთაშორისი საქმეები და 7 000-ზე მეტი ინდივიდუალური საჩივარია ყირიმში, აღმოსავლეთ უკრაინასა და აზოვის ზღვაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

უკრაინამ ევროსასამართლოში საჩივარი 2014 წლის 13 მარტს შეიტანა, ყირიმში ადამიანის უფლებათა დიდი რაოდენობით დარღვევებისა და დანაშაულების გამო, რასაც პასუხისმგებლობას სწორედ რუსეთს აკისრებს.