ყირგიზეთში ანტისამთავრობო აქცია გაიმართა
ყირგიზეთში ანტისამთავრობო აქცია გაიმართა

ყირგიზეთში ანტისამთავრობო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები დედაქალაქ ბიშკეკის ცენტრში შეიკრიბნენ.

დემონსტრანტები მთავრობას სთხოვენ, რეაგირება მოახდინონ ჟურნალისტურ გამოძიებაზე, რომლის მიხედვითაც, ირკვევა, რომ მაღალჩინოსნები კორუფციულ საქმიანობაში იყვნენ ჩართულები.

გარდა ამისა, აქციის მონაწილეები ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეებს თან სიმბოლურად ყვითელი და წითელი ბარათები ჰქონდათ. მათ მთავრობას გაფრთხილება მისცეს.

აქციის მიმდინარეობისას დემონსტრანტებმა ქვეყნის ეროვნული ჰიმნი შეასრულეს.

დატოვე კომენტარი