ყირგიზეთისა და რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ერთობლივი წვრთნები დაიწყეს
ყირგიზეთისა და რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ერთობლივი წვრთნები დაიწყეს

ყირგიზეთისა და რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ერთობლივი ანტი-ტერორისტული წვრთნები დაიწყეს. სამხედრო სწავლება ყირგიზეთში, ისიკ-ყულის რეგიონში იმართება.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წვრთნებში მონაწილეობას ორი ათასი ჯარისკაცი, ასევე 400 ერთეული სამხედრო ტექნიკა და თვითმფრინავი იღებს.

ყირგიზეთში ჩასვლას გეგმავს რუსეთის პრეზიდენტიც, რომელიც დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სამიტს დაესწრება.

სააგენტო Reuters-ი წერს, რომ ყირგიზეთზე ავღანეთიდან მიმავალი ნარკოტიკების ტრეფიკინგის ხაზი გადის და ქვეყანაში ისლამისტი სამხედროების აქტივობაც შესამჩნევია.